სტატიები

9
ნაპოვნი შედეგები
1 - 9 9 შესეგი
თარიღი:
მიმდინარე წლის 5 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის, „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ შედეგები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს გააცნო.
თარიღი:
ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში საერთაშორისო ინსტრუმენტის, გენდერული ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. რეფორმა ქვეყანაში კარგი მმართველობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
თარიღი:
გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და ზედა რგოლის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 36%-ს იკავებენ. აღნიშნული დისბალანსის შემცირებისა და დასაქმების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლობას აძლიერებენ.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით პარტნიორობას აგრძელებს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან გენდერული პრინციპების მეინსტრიმინგისა და სხვა შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს.
თარიღი:
10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კვლევის „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა.
თარიღი:
მარინა თაბუკაშვილი ქალთა ფონდ „ტასოსა“ და მეხსიერების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია. ის გვიყვება, თუ რატომ მიიღეს 1955 წელს პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა, რომელიც ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის სტრატეგიულ დღის წესრიგს წარმოადგენს. რატომ ვერ ახერხებენ ამჟამადაც ქალები საკუთარი უფლებების რეალიზებას? მარინა თაბუკაშვილი სწორედ ამ თემაზე საუბრობს.
თარიღი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, უშიშროების სექტორში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.