1 - 20 33 შესეგი
Pagination
თარიღი:
პროფესიული განათლებისა და დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) ჩატარდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
თარიღი:
ბროშურაში გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის სამსახურში.
თარიღი:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით დამტკიცდა.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს, თუ რა ფაქტორები აბრკოლებს ქალების ეკონომიკურ მონაწილეობას და რამდენად ითვალისწინებს დასაქმების არსებული სტრუქტურა მათ ინტერესებს.
თარიღი:
მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ძალისხმევის გასაძლიერებლად და მათ გამოწვევებთან გასამკლავებლად, 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოში (CRRC საქართველო) მეშვეობით „საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება“ განახორციელა, რომელშიც 112 დასახლების საჭიროებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციაა მოცემული.
თარიღი:
2021 წლის სექტემბრის ცვლილებების ისტორია ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 29 ოქტომბრის ღია დებატებამდე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამულ და პარტნიორობაზე დამყარებულ საქმიანობას ქალების ეფექტიანი მონაწილეობისა და ლიდერობის მხარდასაჭერად საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობისთვის.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ საქმიანობას. პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თარიღი:
დოკუმენტი აღწერს საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილისა (2020) და სხვა თემატური კვლევების მონაცემების ვიზუალიზაციის გზით, დოკუმენტი აჩვენებს როგორც ქალების წილს უსაფრთოების სექტორში და მათი ჩართულობის დონეს სამშვიდობო პროცესებში, ისე დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოწვევებს.
თარიღი:
„COVID-19-ის გავლენის შეფასება ოჯახში დასაქმებულ ქალებზე საქართველოში“ წარმოადგენს სიღრმისეული თვისებრივი კვლევის შედეგებს COVID-19-ის ზეგავლენის შესახებ ოჯახში დასაქმებული ქალების ცხოვრებაზე, გამოკვეთს მათ გამოწვევებსა და საჭიროებებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და პრაქტიკოსებს ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
თარიღი:
„COVID-19-ის გავლენის შეფასება სამედიცინო სფეროში მომუშავე ქალებზე საქართველოში“ წარმოადგენს სიღრმისეული თვისებრივი კვლევის შედეგებს იმ ზეგავლენის შესახებ, რომელსაც პანდემია სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალების ცხოვრებაზე ახდენს. კვლევა მიმოიხილავს გამოწვევებს, რომლებსაც ისინი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისას შეხვდნენ და მოიცავს რეკომენდაციებს სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალების საჭიროებების შესახებ, რომლებიც COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვისას შეიძლება იყოს გათვალისწინებული.
თარიღი:
კვლევა სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიან მონაწილეობასა და მათ მიერ შეტანილ წვლილს მიმოიხილავს. კვლევაში გამოყენებულია უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.
თარიღი:
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი ან მოქალაქეობის არმქონე ქალთა ისტორიები, მათი გეგმები და სამომავლო მიზნები.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ საქმიანობას. პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ.
თარიღი:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის N173 დადგენილებით დამტკიცდა.
თარიღი:
რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ როლს, რომლის შესრულებაც ახალგაზრდებს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში შეუძლიათ და მოუწოდებს გენერალურ მდივანსა და მის საგანგებო წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ახალგაზრდების შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ხელი შეუწყონ მათ თანასწორ და სრულ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.
თარიღი:
რეზოლუცია კონცენტრირებულია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთა ანგარიშვალდებულებაზე; ყურადღებას ამახვილებს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
თარიღი:
რეზოლუცია აყალიბებს ექსპერტთა არაფორმალურ ჯგუფს; ხაზს უსვამს განხორციელებაში არსებულ დაბრკოლებებს, მათ შორის დაფინანსებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს; ყურადღებას ამახვილებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების მნიშვნელობას ანტი-ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის დღის წესრიგში; მოუწოდებს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებისკენ.
თარიღი:
რეზოლუცია კონცენტრირებულია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულების ნაკლოვანებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ანიჭებს არსებით როლს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში; აღიარებს კონფლიქტების დროს მომხდარი დარღვევების განსხვავებულ ზემოქმედებას ქალებსა და გოგოებზე და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სამუშაო პროცესში მუდმივად გაამახვილოს ყურადღება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.