18
ნაპოვნი შედეგები
1 - 18 18 შესეგი
თარიღი:
სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერულად თანასწორ მიდგომას ქალებისა და კაცებისთვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტს წარმოადგენს და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებს მიმოიხილავს.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ აქტივობას, არსებული დასაქმების სტრუქტურის განმაპირობებელ ფაქტორებს და წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შესაძლო სტრატეგიებს საქართველოს სოფლებში.
თარიღი:
ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს. დოკუმენტში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ინდიკატორებზე დაყრდნობითა და პეკინის სამოქმედო პლატფორმისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის გათვალისწინებითაა აღწერილი.
თარიღი:
შეფასება გამოყოფს სოციალური დაცვის სისტემის იმ სფეროებს, რომელთა გაძლიერებაა მიზანშეწონილი, გენდერულ თანასწორობაზე განსაკუთრებული აქცენტით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეროვნული სოციალური დაცვის მინიმალური ნორმების მნიშვნელობას, ადამიანთა დასაცავად ცხოვრების ციკლისა და უეცარი შოკით გამოწვეული სხვადასხვა საფრთხის შემთხვევაში.
თარიღი:
წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოში გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ მონაცემები, არსებული და შესაძლო წყაროების მიმოხილვის ჩათვლით.
თარიღი:
დოკუმენტი აღწერს საქართველში არსებულ სიტუაციას გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებით. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილისა (2020) და სხვა თემატური კვლევების მონაცემების ვიზუალიზაციით, დოკუმენტი აჩვენებს, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე როგორც პარლამენტსა და აღამსრულებელ ხელისუფლებაში, ისე საჯარო სამსახურსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში.
თარიღი:
წინამდებარე კვლევა მომზადებულია გაეროს სამი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით CRRC- საქართველოს მიერ.
თარიღი:
აღნიშნული ანგარიში გაეროს ქალთა ორგანიზაციაში მომზადდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.
თარიღი:
სწრაფი გენდერული შეფასების ანგარიშში წარმოდგენილია სიღრმისეული კვლევის შედეგები და გაანალიზებულია პანდემიის გავლენა როგორც ზოგადად საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებსა და გოგოებზე.
თარიღი:
2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა.
თარიღი:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობის N339 დადგენილებით დამტკიცდა.
თარიღი:
პროექტი "საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ (2016-2017 წ), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისი მიზნებისა და ინტერვენციების მიმოხილვას მოიცავს.
თარიღი:
კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება.
თარიღი:
კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები.
თარიღი:
კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე.
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.
თარიღი:
კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში.