1 - 11 11 შესეგი
თარიღი:
კვლევა სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიან მონაწილეობასა და მათ მიერ შეტანილ წვლილს მიმოიხილავს. კვლევაში გამოყენებულია უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.
თარიღი:
რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ როლს, რომლის შესრულებაც ახალგაზრდებს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში შეუძლიათ და მოუწოდებს გენერალურ მდივანსა და მის საგანგებო წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ახალგაზრდების შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ხელი შეუწყონ მათ თანასწორ და სრულ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.
თარიღი:
რეზოლუცია კონცენტრირებულია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთა ანგარიშვალდებულებაზე; ყურადღებას ამახვილებს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
თარიღი:
რეზოლუცია აყალიბებს ექსპერტთა არაფორმალურ ჯგუფს; ხაზს უსვამს განხორციელებაში არსებულ დაბრკოლებებს, მათ შორის დაფინანსებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს; ყურადღებას ამახვილებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების მნიშვნელობას ანტი-ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის დღის წესრიგში; მოუწოდებს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებისკენ.
თარიღი:
რეზოლუცია კონცენტრირებულია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულების ნაკლოვანებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ანიჭებს არსებით როლს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში; აღიარებს კონფლიქტების დროს მომხდარი დარღვევების განსხვავებულ ზემოქმედებას ქალებსა და გოგოებზე და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სამუშაო პროცესში მუდმივად გაამახვილოს ყურადღება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
თარიღი:
რეზოლუცია შეიმუშავებს კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და მონიტორინგის მექანიზმს.
თარიღი:
რეზოლუცია ხაზს უსვამს №1325 რეზოლუციის განხორციელების გაუმჯობესების საჭიროებას და ადგენს ინდიკატორებს განხორციელების მონიტორინგისთვის; მოუწოდებს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ანგარიში სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ.
თარიღი:
რეზოლუცია განამტკიცებს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევას კონფლიქტების დროს კანონის უზენაესობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და ექსპერტთა გუნდის შექმნით, ამ სფეროში ცოდნის გაზიარებითა და კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრაში მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით.
თარიღი:
რეზოლუცია სექსუალურ ძალადობას აღიარებს ომის ტაქტიკად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხად, რომელიც უშიშროების თვალსაზრისით რეაგირების აუცილებლობას წარმოშობს.
თარიღი:
რეზოლუცია ადასტურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჰუმანიტარული რეაგირების დაგეგმვაში, სამშვიდობო ოპერაციებში, კონფლიქტის შემდგომ სამშვიდობო საქმიანობასა და მმართველობაში ქალთა მონაწილეობისა და გენდერული საკითხების ჩართვის მნიშვნელობას.
იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების კვლევა
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით.