9
ნაპოვნი შედეგები
1 - 9 9 შესეგი
თარიღი:
2019 წელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედიის მარკეტინგის უფასო სასწავლო პროგრამა და სტაჟირების კურსი შექმნა.
თარიღი:
ქალთა გაძლიერების პრინციპების საკომუნიკაციო გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს ამ პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებს, შიდა თუ გარე კომუნიკაციაში გენდერული თანასწორობა დანერგონ და ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზაციასა და ფართოდ გავრცელებას.
თარიღი:
სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ის დაბრკოლებები და გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ქალ მომწოდებლებს, ჩაებან მიწოდების ჯაჭვში ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.
თარიღი:
პუბლიკაცია იმ ხუთი მეწარმე ქალის ისტორიებს გიამბობთ, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამის აზერბაიჯანის ოფისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევდნენ მხარდაჭერას. ინკლუზიის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ასევე, სოციალური მხარდაჭერის სისტემების შექმნით, ქალთა რესურსცენტრები აზერბაიჯანში ქალებს ეხმარებიან, რაც მათთვის პოტენციალის რეალიზების ერთგვარი სტიმულია.
თარიღი:
მენტორობა ის პოპულარული და ქმედითი საშუალებაა, რომელსაც კერძო სექტორის კომპანიები ქალების პროფესიული მომზადებისა და განვითარების, ასევე, ქალთა გაძლიერებისმე-4 პრინციპის განხორციელებისა და ორგანიზაციული კულტურის პოზიტიური ცვლილებისხელშეწყობისთვის იყენებენ. 
თარიღი:
პუბლიკაციაში მოთხრობილია 27 მეწარმე ქალის ისტორია, რომელთა საქმიანობაც 2018-2019 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო მხარდაჭერილი. ცალკეული პერსონაჟების ინდივიდუალური ამბებისა და წარმატების გარდა, ამ ისტორიებს ბევრი რამ აერთიანებთ: მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, სოლიდარობის წრეების ჩამოყალიბება, მხარდაჭერა და გაზიარება ქალებს შორის, რომლებიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ცდილობენ.
თარიღი:
თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად.
თარიღი:
თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად.
თარიღი:
სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება.