115
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
2021-2022 წლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) თვითშეფასება ჩაატარა. აღნიშნული შეფასება წარმოადგენს უფრო ვრცელი - სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების ნაწილს და ზომავს, თუ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში.
თარიღი:
მზარდი ფაქტები და მონაცემები ადასტურებენ, რომ გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ათ წელზე მეტია სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის მუშაობს. სოფლად მცხოვრები ქალები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებენ.
თარიღი:
პროფესიული განათლებისა და დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) ჩატარდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
თარიღი:
ქალები და კაცები ყოველდღიურად დაკავებულები არიან ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაო, საოჯახო საქმე, ზრუნვა, მოხალისეობრივი საქმიანობა, სწავლა, კულტურული და სპორტული აქტივობები, სოციალიზაცია, დასვენება, თავის მოვლა და ა.შ. დროის გამოყენების კვლევებით გროვდება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ სხვადასხვა აქტივობაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დრო და გენდერული განსხვავებები დროის გამოყენების თვალსაზრისით. დროის გამოყენების კვლევები ერთადერთი წყაროა მდგრადი განვითარების მიზნის 5.4.1. ინდიკატორის გასაანგარიშებლად.
თარიღი:
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, არამედ ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს.
თარიღი:
მსოფლიოს მასშტაბით ქალები კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ შრომაზე, რის შედეგადაც ისინი დროით სიღარიბეს განიცდიან და ნაკლები დრო რჩებათ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ან კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებისთვის.
თარიღი:
სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების პრაქტიკულ ინსტრუქციას სთავაზობს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებაში და უსაფრთხო, ქალისა და კაცისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნაში.
თარიღი:
ბროშურაში გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის სამსახურში.
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკასა და პრობლემატიკას, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ლგბტქი ჯგუფის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ა.შ.
თარიღი:
კვლევა ასახავს საქართველოში ლგბტქი ჯგუფებისა და მათი წევრების უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნას, ინფორმირებულობას, წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს ქალების ეკონომიკური აქტიურობის/არააქტიურობის მიზეზებსა და შედეგებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენის კუთხით.
თარიღი:
სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერულად თანასწორ მიდგომას ქალებისა და კაცებისთვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტს წარმოადგენს და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებს მიმოიხილავს.
თარიღი:
სიღარიბე ქალებსა და კაცებზე განსხვავებულად მოქმედებს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში სწორედ ამ განსხვავებულ მიზეზებსა და გამოცდილებებს მიმოიხილავს.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის თვალსაზრისით არსებულ გენდერულ უთანასწორობას, რომელიც COVID 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს, თუ რა ფაქტორები აბრკოლებს ქალების ეკონომიკურ მონაწილეობას და რამდენად ითვალისწინებს დასაქმების არსებული სტრუქტურა მათ ინტერესებს.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ აქტივობას, არსებული დასაქმების სტრუქტურის განმაპირობებელ ფაქტორებს და წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შესაძლო სტრატეგიებს საქართველოს სოფლებში.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ, განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ორ ნაწილად, პერსპექტივების შესასწავლად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით.
თარიღი:
მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ძალისხმევის გასაძლიერებლად და მათ გამოწვევებთან გასამკლავებლად, 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოში (CRRC საქართველო) მეშვეობით „საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება“ განახორციელა, რომელშიც 112 დასახლების საჭიროებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციაა მოცემული.
თარიღი:
კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო.