1 - 4 4 შესეგი
თარიღი:
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, არამედ ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს.
თარიღი:
დოკუმენტი აღწერს საქართველში არსებულ სიტუაციას გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების ჩართულობასთან დაკავშირებით. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილისა (2020) და სხვა თემატური კვლევების მონაცემების ვიზუალიზაციით, დოკუმენტი აჩვენებს, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე როგორც პარლამენტსა და აღამსრულებელ ხელისუფლებაში, ისე საჯარო სამსახურსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში.
თარიღი:
პუბლიკაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახავს. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილისა (2020) და სხვა თემატური კვლევების მონაცემების ვიზუალიზაციის დახმარებით, დოკუმენტი წარმოადგენს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებსა და მათ გავრცელებას, ასევე საზოგადოების აზრსა და სახელმწიფოს პასუხს ქალთა მიმართ ძალადობაზე.
თარიღი:
დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ მიზნებისა და ძირითადი ინტერვენციების შესახებ. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით (2016-2019).