59
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
ICT სექტორში ადამიანური რესურსი, რომელიც ციფრული და ციფრული ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა, თანამედროვე ქვეყნების კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად განიხილება. ვინაიდან ICT სექტორი გენდერული თვალსაზრისით უკიდურესად სეგრეგირებულია და ახალ სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნით ხასიათდება, დიგიტალიზაციისა და ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ პროცესებში ქალთა უფრო დიდი ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.
თარიღი:
საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასების მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენს რწმენა, რომ მეტი ქალი მეწარმის საქმიანობის წარმატების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
თარიღი:
ანგარიშის მიზანი საქართველოში ქალ მეწარმეთა კვლევის მიგნებების შეჯამებაა. მონაცემების შეგროვება წარმოადგენს კვლევის „ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასება საქართველოში“ ნაწილს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
თარიღი:
ქალები და კაცები ყოველდღიურად დაკავებულები არიან ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაო, საოჯახო საქმე, ზრუნვა, მოხალისეობრივი საქმიანობა, სწავლა, კულტურული და სპორტული აქტივობები, სოციალიზაცია, დასვენება, თავის მოვლა და ა.შ. დროის გამოყენების კვლევებით გროვდება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ სხვადასხვა აქტივობაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დრო და გენდერული განსხვავებები დროის გამოყენების თვალსაზრისით. დროის გამოყენების კვლევები ერთადერთი წყაროა მდგრადი განვითარების მიზნის 5.4.1. ინდიკატორის გასაანგარიშებლად.
თარიღი:
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, არამედ ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს.
თარიღი:
მსოფლიოს მასშტაბით ქალები კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ შრომაზე, რის შედეგადაც ისინი დროით სიღარიბეს განიცდიან და ნაკლები დრო რჩებათ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ან კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებისთვის.
თარიღი:
სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების პრაქტიკულ ინსტრუქციას სთავაზობს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებაში და უსაფრთხო, ქალისა და კაცისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნაში.
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკასა და პრობლემატიკას, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ლგბტქი ჯგუფის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ა.შ.
თარიღი:
კვლევა ასახავს საქართველოში ლგბტქი ჯგუფებისა და მათი წევრების უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნას, ინფორმირებულობას, წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს ქალების ეკონომიკური აქტიურობის/არააქტიურობის მიზეზებსა და შედეგებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენის კუთხით.
თარიღი:
სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერულად თანასწორ მიდგომას ქალებისა და კაცებისთვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტს წარმოადგენს და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებს მიმოიხილავს.
თარიღი:
სიღარიბე ქალებსა და კაცებზე განსხვავებულად მოქმედებს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში სწორედ ამ განსხვავებულ მიზეზებსა და გამოცდილებებს მიმოიხილავს.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის თვალსაზრისით არსებულ გენდერულ უთანასწორობას, რომელიც COVID 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს, თუ რა ფაქტორები აბრკოლებს ქალების ეკონომიკურ მონაწილეობას და რამდენად ითვალისწინებს დასაქმების არსებული სტრუქტურა მათ ინტერესებს.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ აქტივობას, არსებული დასაქმების სტრუქტურის განმაპირობებელ ფაქტორებს და წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შესაძლო სტრატეგიებს საქართველოს სოფლებში.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ, განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ორ ნაწილად, პერსპექტივების შესასწავლად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით.
თარიღი:
კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო.
თარიღი:
მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მაჩვენებელი ქალებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე კაცებს შორის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას განიცდიან, მათ შორის გენდერულ დისკრიმინაციას. არსებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დოკუმენტი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს აღწერს.
თარიღი:
2021 წლის სექტემბრის ცვლილებების ისტორია ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 29 ოქტომბრის ღია დებატებამდე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამულ და პარტნიორობაზე დამყარებულ საქმიანობას ქალების ეფექტიანი მონაწილეობისა და ლიდერობის მხარდასაჭერად საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობისთვის.