27
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
ქალები და კაცები ყოველდღიურად დაკავებულები არიან ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაო, საოჯახო საქმე, ზრუნვა, მოხალისეობრივი საქმიანობა, სწავლა, კულტურული და სპორტული აქტივობები, სოციალიზაცია, დასვენება, თავის მოვლა და ა.შ. დროის გამოყენების კვლევებით გროვდება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ სხვადასხვა აქტივობაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დრო და გენდერული განსხვავებები დროის გამოყენების თვალსაზრისით. დროის გამოყენების კვლევები ერთადერთი წყაროა მდგრადი განვითარების მიზნის 5.4.1. ინდიკატორის გასაანგარიშებლად.
თარიღი:
მსოფლიოს მასშტაბით ქალები კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ შრომაზე, რის შედეგადაც ისინი დროით სიღარიბეს განიცდიან და ნაკლები დრო რჩებათ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ან კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებისთვის.
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
კვლევა ასახავს საქართველოში ლგბტქი ჯგუფებისა და მათი წევრების უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნას, ინფორმირებულობას, წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს.
თარიღი:
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკასა და პრობლემატიკას, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ლგბტქი ჯგუფის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ა.შ.
თარიღი:
კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო.
თარიღი:
კვლევა „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი ინიციატივაა. იგი მიზნად ისახავს მტკიცებულებების შეგროვებას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.
თარიღი:
პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.
თარიღი:
გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. იგი არსებულ პერსპექტივებს განიხილავს და ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციის (ნ. C183) რატიფიკაციასთან დაკავშირებით.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების წარმატების ისტორიები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე კომპანიების საქმიანობას ასახავს.
თარიღი:
კვლევა სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიან მონაწილეობასა და მათ მიერ შეტანილ წვლილს მიმოიხილავს. კვლევაში გამოყენებულია უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას სომხეთში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას საქართველოში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა „მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება, ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები“ ქცევითი მეცნიერების ჩარჩოზე დაყრდნობით შემუშავდა და ასაკითა და სქესით სეგრეგირებულ მონაცემს აერთიანებს.
თარიღი:
აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ხელოვანთა თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებას ემსახურება.
თარიღი:
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა” 2018 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის N175 დადგენილებით დამტკიცდა.
თარიღი:
აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპორტსმენებთან თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისთვის არსებობს. იგი მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის, მიღწევებისა თუ გამოწვევების აღწერას და, ასევე, მიღებული გამოცდილების გაეროს პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის გაზიარებას.
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს. იგი საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა.