24
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
კვლევა ასახავს საქართველოში ლგბტქი ჯგუფებისა და მათი წევრების უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნას, ინფორმირებულობას, წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს.
თარიღი:
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკასა და პრობლემატიკას, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ლგბტქი ჯგუფის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ა.შ.
თარიღი:
კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო.
თარიღი:
კვლევა „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი ინიციატივაა. იგი მიზნად ისახავს მტკიცებულებების შეგროვებას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. იგი არსებულ პერსპექტივებს განიხილავს და ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციის (ნ. C183) რატიფიკაციასთან დაკავშირებით.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
კვლევა სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიან მონაწილეობასა და მათ მიერ შეტანილ წვლილს მიმოიხილავს. კვლევაში გამოყენებულია უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას სომხეთში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას საქართველოში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა „მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება, ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები“ ქცევითი მეცნიერების ჩარჩოზე დაყრდნობით შემუშავდა და ასაკითა და სქესით სეგრეგირებულ მონაცემს აერთიანებს.
თარიღი:
პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიებისა და ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.
თარიღი:
რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ როლს, რომლის შესრულებაც ახალგაზრდებს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში შეუძლიათ და მოუწოდებს გენერალურ მდივანსა და მის საგანგებო წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ახალგაზრდების შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ხელი შეუწყონ მათ თანასწორ და სრულ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს. იგი საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა.
თარიღი:
რეზოლუცია კონცენტრირებულია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთა ანგარიშვალდებულებაზე; ყურადღებას ამახვილებს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
თარიღი:
რეზოლუცია აყალიბებს ექსპერტთა არაფორმალურ ჯგუფს; ხაზს უსვამს განხორციელებაში არსებულ დაბრკოლებებს, მათ შორის დაფინანსებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს; ყურადღებას ამახვილებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების მნიშვნელობას ანტი-ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის დღის წესრიგში; მოუწოდებს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებისკენ.
თარიღი:
რეზოლუცია კონცენტრირებულია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულების ნაკლოვანებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ანიჭებს არსებით როლს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში; აღიარებს კონფლიქტების დროს მომხდარი დარღვევების განსხვავებულ ზემოქმედებას ქალებსა და გოგოებზე და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სამუშაო პროცესში მუდმივად გაამახვილოს ყურადღება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
თარიღი:
რეზოლუცია შეიმუშავებს კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და მონიტორინგის მექანიზმს.
თარიღი:
რეზოლუცია ხაზს უსვამს №1325 რეზოლუციის განხორციელების გაუმჯობესების საჭიროებას და ადგენს ინდიკატორებს განხორციელების მონიტორინგისთვის; მოუწოდებს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ანგარიში სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ.
თარიღი:
რეზოლუცია განამტკიცებს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევას კონფლიქტების დროს კანონის უზენაესობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და ექსპერტთა გუნდის შექმნით, ამ სფეროში ცოდნის გაზიარებითა და კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრაში მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით.