1 - 20 125 შესეგი
Pagination
თარიღი:
ICT სექტორში ადამიანური რესურსი, რომელიც ციფრული და ციფრული ინოვაციების მამოძრავებელი ძალაა, თანამედროვე ქვეყნების კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად განიხილება. ვინაიდან ICT სექტორი გენდერული თვალსაზრისით უკიდურესად სეგრეგირებულია და ახალ სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნით ხასიათდება, დიგიტალიზაციისა და ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერ პროცესებში ქალთა უფრო დიდი ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.
თარიღი:
საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასების მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენს რწმენა, რომ მეტი ქალი მეწარმის საქმიანობის წარმატების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
თარიღი:
ანგარიშის მიზანი საქართველოში ქალ მეწარმეთა კვლევის მიგნებების შეჯამებაა.
მონაცემების შეგროვება წარმოადგენს კვლევის „ქალთა მეწარმეობის განვითარების
შეფასება საქართველოში“ ნაწილს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women)
და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი ძალისხმევით
განხორციელდა.
თარიღი:
2021-2022 წლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) თვითშეფასება ჩაატარა. აღნიშნული შეფასება წარმოადგენს უფრო ვრცელი - სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების ნაწილს და ზომავს, თუ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში.
თარიღი:
მზარდი ფაქტები და მონაცემები ადასტურებენ, რომ გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ათ წელზე მეტია სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის მუშაობს. სოფლად მცხოვრები ქალები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებენ.
თარიღი:
სახელმძღვანელო მითითებები მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების მხარდაჭერას უფრო სამართლიანი და მგრძნობიარე გაშუქების უზრუნველსაყოფად. ისინი ეფუძნება „ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის ეროვნული კოორდინატორების ქსელი პირველი კონფერენციის ანგარიშს“, ასევე, მედიის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსა და რეკომენდაციებს.
თარიღი:
პროფესიული განათლებისა და დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) ჩატარდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
თარიღი:
ქალები და კაცები ყოველდღიურად დაკავებულები არიან ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაო, საოჯახო საქმე, ზრუნვა, მოხალისეობრივი საქმიანობა, სწავლა, კულტურული და სპორტული აქტივობები, სოციალიზაცია, დასვენება, თავის მოვლა და ა.შ. დროის გამოყენების კვლევებით გროვდება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ სხვადასხვა აქტივობაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დრო და გენდერული განსხვავებები დროის გამოყენების თვალსაზრისით. დროის გამოყენების კვლევები ერთადერთი წყაროა მდგრადი განვითარების მიზნის 5.4.1. ინდიკატორის გასაანგარიშებლად.
თარიღი:
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, არამედ ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს.
თარიღი:
მსოფლიოს მასშტაბით ქალები კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ აუნაზღაურებელ შრომაზე, რის შედეგადაც ისინი დროით სიღარიბეს განიცდიან და ნაკლები დრო რჩებათ ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ან კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებისთვის.
თარიღი:
სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების პრაქტიკულ ინსტრუქციას სთავაზობს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებაში და უსაფრთხო, ქალისა და კაცისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნაში.
თარიღი:
ბროშურაში გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის სამსახურში.
თარიღი:
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრი“(HRRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სომხეთის რესპუბლიკაში საკანონმდებლო ბაზა და ინსპექტირების მექანიზმები, მათ შორის ორსული და მეძუძური ქალებისთვის უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო და ევროპული შრომის სტანდარტების შესაბამისად, გააანალიზა.
თარიღი:
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-Armenia) სომხეთის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრი“ (HRRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შრომის საერაშორისო ორგანიზაციის (ILO) დედობის დაცვის 183-ე კონვენციის (2000წ.) რატიფიკაციის საკითხზე, სომხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) მოამზადა.
თარიღი:
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-Armenia) სომხეთის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრი“ (HRRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, „რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ (RIA) მოამზადა. შეფასების მიზანია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის (1981) შესაძლო რატიფიკაციის პერსპექტივების შესწავლა და პოლიტიკის დიალოგის ორგანიზება სომხეთის რესპუბლიკაში.
თარიღი:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით დამტკიცდა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ მეშვიდე ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად,
რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში
მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ
ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების,
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე
ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკასა და პრობლემატიკას, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ლგბტქი ჯგუფის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ა.შ.
თარიღი:
კვლევა ასახავს საქართველოში ლგბტქი ჯგუფებისა და მათი წევრების უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნას, ინფორმირებულობას, წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს.