52 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
41 - 52  52 შესეგი

პირველი ნაბიჯი

სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2015 წელი

"პირველი ნაბიჯი" ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების ერთობლივი კრებულია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა. მასში გაერთიანებული 8 მოთხრობის მთავარ თემას მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქალთა როლის ჩვენება წარმოადგენს. კრებულის გამოცემას წინ ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების შეხვედრა უძღოდა, რომელიც 2014 წელს სტამბოლში შედგა.

სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის

ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2014 წელი

სახელმძღვანელო შეიქმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და მოიცავს ინფორმაციას როგორც სამართლებრივი რეგულაციების, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ. სახელმძღვანელო, უპირველესად, დაეხმარება დაინტერესებულ სახელმწიფო მოხელეებს ზუსტად განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედონ ძალადობის შემთხვევის აღმოჩენისას, ვის მიმართონ და რა ღონისძიებების გატარება მოითხოვონ.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში

შაბათი, 1 ნოემბერი, 2014 წელი

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობისადმი და ოჯახში ძალადობისადმი საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ თბილისის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებლების დამოკიდებულების დადგენა და ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა.

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში

ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2014 წელი

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისათვის გენდერული მეინსტრიმინგი

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ყველა სფეროში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, გენდერული საკითხების ინტეგრაციას. მასში განხილულია გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტი და ის, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი დეცენტრალიზაციის ახალ და მიმდინარე რეფორმებს სახელმწიფო ფინანსების მართვასა და მმართველობის/ადამიანის უფლებათა სფეროებში.

პატიმარ ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევის მიზანი იყო მსჯავდებულ ქალებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა „პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებთან (რეზოლუცია A/Res/65/229), ე.წ. „ბანგკოკის წესებთან”.

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებები და პრიორიტეტები

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე.

სახელმძღვანელო ქალთა უფლებების ადვოკატირება მონაცემებზე დაყრდნობით

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება.

ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება.

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები.

იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა

სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2013 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის: არსებული ბარიერები და შესაძლებლობები

სამშაბათი, 1 იანვარი, 2013 წელი

კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში.

41 - 52  52 შესეგი