9 ნაპოვნი შედეგები
1 - 9  9 შესეგი

სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელო (გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის)

სამშაბათი, 21 სექტემბერი, 2021 წელი

სახელმძღვანელოს მიზანი გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარება, სისხლის სამართლის საქმეებზე უკეთესი შედეგების მიღწევა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნაა.

ქალთა გაძლიერების პრინციპების საკომუნიკაციო გზამკვლევი

ორშაბათი, 14 დეკემბერი, 2020 წელი

ქალთა გაძლიერების პრინციპების საკომუნიკაციო გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს ამ პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებს, შიდა თუ გარე კომუნიკაციაში გენდერული თანასწორობა დანერგონ და ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზაციასა და ფართოდ გავრცელებას.

შესყიდვების ძალა: როგორ შევისყიდოთ ქალი მომწოდებლებისგან?

კვირა, 6 დეკემბერი, 2020 წელი

სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ის დაბრკოლებები და გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ქალ მომწოდებლებს, ჩაებან მიწოდების ჯაჭვში ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.

მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის, სახელმძღვანელო სამუშაო ადგილებზე მენტორობის პროგრამებისთვის

ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2020 წელი

მენტორობა ის პოპულარული და ქმედითი საშუალებაა, რომელსაც კერძო სექტორის კომპანიები ქალების პროფესიული მომზადებისა და განვითარების, ასევე, ქალთა გაძლიერებისმე-4 პრინციპის განხორციელებისა და ორგანიზაციული კულტურის პოზიტიური ცვლილებისხელშეწყობისთვის იყენებენ. 

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 წელი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად.

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; ტრენერებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელო

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 წელი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად.

სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის

ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2014 წელი

სახელმძღვანელო შეიქმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და მოიცავს ინფორმაციას როგორც სამართლებრივი რეგულაციების, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ. სახელმძღვანელო, უპირველესად, დაეხმარება დაინტერესებულ სახელმწიფო მოხელეებს ზუსტად განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედონ ძალადობის შემთხვევის აღმოჩენისას, ვის მიმართონ და რა ღონისძიებების გატარება მოითხოვონ.

პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისათვის გენდერული მეინსტრიმინგი

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ყველა სფეროში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, გენდერული საკითხების ინტეგრაციას. მასში განხილულია გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტი და ის, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი დეცენტრალიზაციის ახალ და მიმდინარე რეფორმებს სახელმწიფო ფინანსების მართვასა და მმართველობის/ადამიანის უფლებათა სფეროებში.

სახელმძღვანელო ქალთა უფლებების ადვოკატირება მონაცემებზე დაყრდნობით

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება.

1 - 9  9 შესეგი