ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს. იგი საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა. მეტი
ქალები საქართველოდან ტექნოლოგიებში
სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2020 წელი
2019 წელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედიის მარკეტინგის უფასო სასწავლო პროგრამა და სტაჟირების კურსი შექმნა.
ქალთა რესურსცენტრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების წინა ხაზზე აზერბაიჯანში
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2020 წელი
პუბლიკაცია იმ ხუთი მეწარმე ქალის ისტორიებს გიამბობთ, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამის აზერბაიჯანის ოფისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევდნენ მხარდაჭერას. ინკლუზიის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ასევე, სოციალური მხარდაჭერის სისტემების შექმნით, ქალთა რესურსცენტრები აზერბაიჯანში ქალებს ეხმარებიან, რაც მათთვის პოტენციალის რეალიზების ერთგვარი სტიმულია.
ქალების სოლიდარობის წრეები საქართველოში
ხუთშაბათი, 26 მარტი, 2020 წელი
პუბლიკაციაში მოთხრობილია 27 მეწარმე ქალის ისტორია, რომელთა საქმიანობაც 2018-2019 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო მხარდაჭერილი. ცალკეული პერსონაჟების ინდივიდუალური ამბებისა და წარმატების გარდა, ამ ისტორიებს ბევრი რამ აერთიანებთ: მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, სოლიდარობის წრეების ჩამოყალიბება, მხარდაჭერა და გაზიარება ქალებს შორის, რომლებიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ცდილობენ.
პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 წელი
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი ან მოქალაქეობის არმქონე ქალთა ისტორიები, მათი გეგმები და სამომავლო მიზნები.
სამშაბათი, 18 სექტემბერი, 2018 წელი
პუბლიკაციაში წარმოდგენილია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის, მისი ფაკულტატური ოქმისა და ზოგადი რეკომენდაციების NN 19; 21; 23; 25; 26; 27; 28;29 & 30 ოფიციალური თარგმანი.