19
ნაპოვნი შედეგები
1 - 19 19 შესეგი
თარიღი:
კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო.
თარიღი:
პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზემოქმედების შეფასება (GIA) ჩატარდა ISETის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.
თარიღი:
გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. იგი არსებულ პერსპექტივებს განიხილავს და ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციის (ნ. C183) რატიფიკაციასთან დაკავშირებით.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების წარმატების ისტორიები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე კომპანიების საქმიანობას ასახავს.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას სომხეთში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას საქართველოში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
ანგარიში ”ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში“ ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებსა და შედეგებს საქართველოში იკვლევს, რათა ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.
თარიღი:
ანგარიში „ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა სომხეთში“ იკვლევს ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებსა და შედეგებს სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.
თარიღი:
კვლევა „სომხეთისა და საქართველოს შრომის ბაზრის რეგულაციების გენდერული ანალიზი“ მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტის დილბარ ტურახანოვას მიერ, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საწყისი ფაზის ფარგლებში.
თარიღი:
კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით.
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით.
თარიღი:
2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება.
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო მსჯავდებულ ქალებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა „პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებთან (რეზოლუცია A/Res/65/229), ე.წ. „ბანგკოკის წესებთან”.
თარიღი:
კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე.
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.
თარიღი:
კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში.