3
ნაპოვნი შედეგები
1 - 3 3 შესეგი
თარიღი:
2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა.
თარიღი:
პირველი ნაბიჯი ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების ერთობლივი კრებულია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა. მასში გაერთიანებული 8 მოთხრობის მთავარ თემას მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქალთა როლის ჩვენება წარმოადგენს. კრებულის გამოცემას წინ ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების შეხვედრა უძღოდა, რომელიც 2014 წელს სტამბოლში შედგა.
თარიღი:
2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.