7
ნაპოვნი შედეგები
1 - 7 7 შესეგი
თარიღი:
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების წარმატების ისტორიები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე კომპანიების საქმიანობას ასახავს.
თარიღი:
2010 წელს გაეროს ქალთა ორიგანიზაციამ და გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ თავიანთი ძალები გააერთიანეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საქმეში კომპანიების დასახმარებლად.
თარიღი:
პუბლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა მხარდაჭერასა და გაძლიერებას სამუშაო ადგილებზე, ბაზარზე თუ საზოგადოებაში.
თარიღი:
აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ხელოვანთა თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებას ემსახურება.
თარიღი:
აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპორტსმენებთან თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისთვის არსებობს. იგი მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის, მიღწევებისა თუ გამოწვევების აღწერას და, ასევე, მიღებული გამოცდილების გაეროს პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის გაზიარებას.
თარიღი:
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობისადმი და ოჯახში ძალადობისადმი საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ თბილისის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებლების დამოკიდებულების დადგენა და ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა.
თარიღი:
კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში.