23
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
ბროშურაში გაერთიანებულია 13 სამხედრო მოსამსახურე ქალის ბიოგრაფიული ისტორიები, მათი გამბედაობის, სიმამაცის, ბრძოლისა და თავდადების ამბები. ეს მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქალებს საქართველოს თავდაცვის სამსახურში.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს ქალების ეკონომიკური აქტიურობის/არააქტიურობის მიზეზებსა და შედეგებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენის კუთხით.
თარიღი:
სოციალური დაცვის პროგრამებისადმი გენდერულად თანასწორ მიდგომას ქალებისა და კაცებისთვის სიღარიბისგან თავის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი სოციალური დაცვის სისტემის რამდენიმე ასპექტს წარმოადგენს და საქართველოში ქალთა საჭიროებებზე მათი რეაგირების გზებს მიმოიხილავს.
თარიღი:
სიღარიბე ქალებსა და კაცებზე განსხვავებულად მოქმედებს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში სწორედ ამ განსხვავებულ მიზეზებსა და გამოცდილებებს მიმოიხილავს.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის თვალსაზრისით არსებულ გენდერულ უთანასწორობას, რომელიც COVID 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
თარიღი:
დოკუმენტი განიხილავს, თუ რა ფაქტორები აბრკოლებს ქალების ეკონომიკურ მონაწილეობას და რამდენად ითვალისწინებს დასაქმების არსებული სტრუქტურა მათ ინტერესებს.
თარიღი:
დოკუმენტი მიმოიხილავს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ აქტივობას, არსებული დასაქმების სტრუქტურის განმაპირობებელ ფაქტორებს და წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შესაძლო სტრატეგიებს საქართველოს სოფლებში.
თარიღი:
2021 წლის სექტემბრის ცვლილებების ისტორია ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 29 ოქტომბრის ღია დებატებამდე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამულ და პარტნიორობაზე დამყარებულ საქმიანობას ქალების ეფექტიანი მონაწილეობისა და ლიდერობის მხარდასაჭერად საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობისთვის.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
დოკუმენტი აღწერს საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილისა (2020) და სხვა თემატური კვლევების მონაცემების ვიზუალიზაციის გზით, დოკუმენტი აჩვენებს როგორც ქალების წილს უსაფრთოების სექტორში და მათი ჩართულობის დონეს სამშვიდობო პროცესებში, ისე დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოწვევებს.
თარიღი:
2019 წელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედიის მარკეტინგის უფასო სასწავლო პროგრამა და სტაჟირების კურსი შექმნა.
თარიღი:
პუბლიკაცია იმ ხუთი მეწარმე ქალის ისტორიებს გიამბობთ, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამის აზერბაიჯანის ოფისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევდნენ მხარდაჭერას. ინკლუზიის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ასევე, სოციალური მხარდაჭერის სისტემების შექმნით, ქალთა რესურსცენტრები აზერბაიჯანში ქალებს ეხმარებიან, რაც მათთვის პოტენციალის რეალიზების ერთგვარი სტიმულია.
თარიღი:
პუბლიკაციაში მოთხრობილია 27 მეწარმე ქალის ისტორია, რომელთა საქმიანობაც 2018-2019 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო მხარდაჭერილი. ცალკეული პერსონაჟების ინდივიდუალური ამბებისა და წარმატების გარდა, ამ ისტორიებს ბევრი რამ აერთიანებთ: მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, სოლიდარობის წრეების ჩამოყალიბება, მხარდაჭერა და გაზიარება ქალებს შორის, რომლებიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ცდილობენ.
თარიღი:
საკითხის მოკლე აღწერა ეყრდნობა კვლევას „გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე“, რომელიც შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას საქართველოში.
თარიღი:
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი ან მოქალაქეობის არმქონე ქალთა ისტორიები, მათი გეგმები და სამომავლო მიზნები.
თარიღი:
დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ საქმიანობას. პროექტი დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქმიანობას. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქმიანობას საქართველოში. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
თარიღი:
აღნიშნული ბრიფი მიმოიხილავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქმიანობას აზერბაიჯანში. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.