20
ნაპოვნი შედეგები
1 - 20 20 შესეგი
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
კვლევა ასახავს საქართველოში ლგბტქი ჯგუფებისა და მათი წევრების უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნას, ინფორმირებულობას, წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს.
თარიღი:
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკასა და პრობლემატიკას, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ლგბტქი ჯგუფის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ა.შ.
თარიღი:
კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო.
თარიღი:
კვლევა „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი ინიციატივაა. იგი მიზნად ისახავს მტკიცებულებების შეგროვებას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.
თარიღი:
საქართველოს მთავრობა “თანასწორობის თაობას“ შეუერთდა და მან ახალი ვალდებულებები 2 თემატური მიმართულებით აიღო. ეს მიმართულებებია: გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ტექნოლოგიები და ინოვაციები გენდერული თანასწორობისთვის. ბროშურა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა, ამ მიმართულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. იგი არსებულ პერსპექტივებს განიხილავს და ხელს უწყობს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციის (ნ. C183) რატიფიკაციასთან დაკავშირებით.
თარიღი:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა.
თარიღი:
2019 წელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედიის მარკეტინგის უფასო სასწავლო პროგრამა და სტაჟირების კურსი შექმნა.
თარიღი:
პუბლიკაცია იმ ხუთი მეწარმე ქალის ისტორიებს გიამბობთ, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამის აზერბაიჯანის ოფისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევდნენ მხარდაჭერას. ინკლუზიის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ასევე, სოციალური მხარდაჭერის სისტემების შექმნით, ქალთა რესურსცენტრები აზერბაიჯანში ქალებს ეხმარებიან, რაც მათთვის პოტენციალის რეალიზების ერთგვარი სტიმულია.
თარიღი:
კვლევა სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტიან მონაწილეობასა და მათ მიერ შეტანილ წვლილს მიმოიხილავს. კვლევაში გამოყენებულია უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის გლობალურ ანგარიშს „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაში“ და მის მიერ გამოვლენილი შვიდი ძირითადი გამოწვევის ანალიზს ეფუძნება.
თარიღი:
პუბლიკაციაში მოთხრობილია 27 მეწარმე ქალის ისტორია, რომელთა საქმიანობაც 2018-2019 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო მხარდაჭერილი. ცალკეული პერსონაჟების ინდივიდუალური ამბებისა და წარმატების გარდა, ამ ისტორიებს ბევრი რამ აერთიანებთ: მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, სოლიდარობის წრეების ჩამოყალიბება, მხარდაჭერა და გაზიარება ქალებს შორის, რომლებიც საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ცდილობენ.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას სომხეთში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას საქართველოში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.
თარიღი:
კვლევა „მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება, ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები“ ქცევითი მეცნიერების ჩარჩოზე დაყრდნობით შემუშავდა და ასაკითა და სქესით სეგრეგირებულ მონაცემს აერთიანებს.
თარიღი:
პუბლიკაციაში წარმოდგენილია საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი ან მოქალაქეობის არმქონე ქალთა ისტორიები, მათი გეგმები და სამომავლო მიზნები.
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს. იგი საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა.
თარიღი:
კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით.
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში - სპეციალური ანგარიში 2015 წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და მექანიზმების შესაფასებლად ჩარატებული მონიტორინგისა და შესწავლის შედეგებს.
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით.