5
ნაპოვნი შედეგები
1 - 5 5 შესეგი
თარიღი:
კვლევის მიზანია, გააანალიზოს არსებული მონაცემები იმ სირთულეების გასარკვევად, რომლებსაც საქართველოში შშმ ქალები და შშმ ბავშვები აწყდებიან. კვლევაში მოცემულია საქართველოში შშმ პირების, განსაკუთრებით კი შშმ ქალებისა და შშმ ბვშვების მდგომარეობის მიმოხილვა დემოგრაფიის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით.
თარიღი:
კვლევა „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი ინიციატივაა. იგი მიზნად ისახავს მტკიცებულებების შეგროვებას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.
თარიღი:
„მსოფლიო ქალთა პროგრესი“ აფასებს ოჯახური ცხოვრების ცვლილების მასშტაბსა თუ ფარგლებს და მათ გავლენას გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე.
თარიღი:
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობამ ოჯახზე მორგებული სოციალური უზრუნველყოფის ისეთი შემწეობები და სერვისები უნდა შექმნას, რომელთა მიზანი სხვადასხვა ფორმის ოჯახების მხარდაჭერა და ქალთა უფლებების დაცვაა.
თარიღი:
კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით.