9
ნაპოვნი შედეგები
1 - 9 9 შესეგი
თარიღი:
2021-2022 წლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) თვითშეფასება ჩაატარა. აღნიშნული შეფასება წარმოადგენს უფრო ვრცელი - სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების ნაწილს და ზომავს, თუ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში.
თარიღი:
საქართველოს მთავრობა “თანასწორობის თაობას“ შეუერთდა და მან ახალი ვალდებულებები 2 თემატური მიმართულებით აიღო. ეს მიმართულებებია: გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ტექნოლოგიები და ინოვაციები გენდერული თანასწორობისთვის. ბროშურა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა, ამ მიმართულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.
თარიღი:
2019 წელს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედიის მარკეტინგის უფასო სასწავლო პროგრამა და სტაჟირების კურსი შექმნა.
თარიღი:
დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) შესახებ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს, საქართველოს მთავრობის N341 დადგენილებით დამტკიცდა.
თარიღი:
კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით.
თარიღი:
ანალიტიკური ანგარიში მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის საკითხების გააქტიურებისა და ქალთა სიღარიბის შემცირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ინფორმირებას. ანგარიშში განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთებულია იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე.
თარიღი:
კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები.
თარიღი:
კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე.