მისი მიწა, მისი მომავალი: ინკლუზიური სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისები ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში
ქალები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და სასოფლო მეურნეობებში სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, მათი წვლილი სათანადოდ არ აისახება რესურსებისა და მხარდამჭერი სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, მათი საქმიანობის აღიარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე.
საქართველოში ქალების ჩართულობა სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისებში კვლავ შეზღუდულია. უთანასწორობა ამ სერვისებით სარგებლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალსაჩინო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია.
დოკუმენტი შეისწავლის საქართველოში ქალებისთვის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ამ სერვისებში მათ მონაწილეობას. პარალელურად, ის გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალებისთვის ექსტენციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, მათი მონაწილეობის გაზრდასა და მდგრადი ჩართულობის უზრუნველყოფას.
დოკუმენტი მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.