თანაბარი შრომა, თანაბარი ანაზღაურება: საქართველოს პროგრესი გენდერული სახელფასო თანასწორობის მიმართულებით

Image
თანაბარი შრომა, თანაბარი ანაზღაურება: საქართველოს პროგრესი გენდერული სახელფასო თანასწორობის მიმართულებით

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ის ზღუდავს ქალებისთვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, ამცირებს მათ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აფერხებს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას. 2024 წელს საქართველოში ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი 32%-ს შეადგენდა.

2021 წელს საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას (EPIC) შეუერთდა და აიღო ვალდებულება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელად. კოალიციაში გაწევრიანება ქვეყნებს აკისრებს პასუხისმგებლობას, კოალიციის 11 კრიტერიუმიდან მინიმუმ 6 შეასრულონ.

დოკუმენტი აფასებს საქართველოს პროგრესს EPIC-ის კრიტერიუმების შესრულების კუთხით და წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირებასა და თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფას.

დოკუმენტი მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2026
გვერდების რაოდენობა
34
news
უახლესი ამბები