გენდერულად მგრძნობიარე და მდგრადი დაფინანსება: რას აკეთებენ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები სამხრეთ კავკასიაში ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

Image
გენდერულად მგრძნობიარე და მდგრადი დაფინანსება: რას აკეთებენ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები სამხრეთ კავკასიაში ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

პუბლიკაციაში აღწერილია, თუ რა ნაბიჯებს დგამენ აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი კომპანიები ქალთა გაძლიერებისთვის, კონკრეტულად კი ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად.

დოკუმენტი მიმოიხილავს ფინანსური ინსტიტუტების, კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისა და კერძო კომპანიების როლს გენდერულად მგრძნობიარე და მდგრადი დაფინანსების განვითარებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებზე მორგებულ სპეციალურ ფინანსურ პროდუქტებს, გენდერულად მგრძნობიარე ინვესტირებას, საკრედიტო პროდუქტებს, საკონსულტაციო სერვისებს, მენტორობასა და მეწარმე ქალთა ფინანსური განათლების ინიციატივებს.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების გამოცდილებების მიხედვით, პუბლიკაცია წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ხელი შეუწყოს იმ სტრუქტურული ბარიერების შემცირებასა და აღმოფხვრას, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ქალთა ფინანსური ჩართულობასა და ბიზნესის განვითარებას კვლავაც ზღუდავს. ასევე, დოკუმენტი აერთიანებს კარგ პრაქტიკებს და აღწერს, როგორ მოაქვს გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებას ფინანსური სარგებელი თუ პოზიტიური სოციალური ცვლილებები და როგორ გარდაქმნიან ბიზნესკომპანიები აღებულ ვალდებულებას რეალურ ინიციატივებად.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2026
გვერდების რაოდენობა
6
news
უახლესი ამბები