Image
საქართველოში გენდერისა და გარემოს ურთიერთკავშირის შესახებ მონაცემების გაუმჯობესების გზამკვლევის მიზანია ქვეყანაში გენდერისა და გარემოს სტატისტიკის წარმოებისა და გამოყენების გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფების რისკის მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებას. გზამკვლევი განსაზღვრავს საქართველოსთვის რელევანტურ 30 ძირითად გენდერისა და გარემოს ინდიკატორს და წარმოადგენს მათი წარმოებისა და გამოყენების წინასწარ გზამკვლევს 2026-2027 წლებისთვის.
დოკუმენტი მომზადდა თენგიზ ცეკვავას მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.