კატასტროფების რისკის დაფინანსების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და მექანიზმების კვლევა საქართველოში
საქართველო მოწყვლადია კლიმატით განპირობებული ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, რაც ხაზს უსვამს გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფების რისკის დაფინანსების იმგვარი მექანიზმების აუცილებლობას, რომლებიც ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებზე კატასტროფების არაპროპორციულ ზეგავლენას ითვალისწინებს.
კვლევის მიზანია საქართველოში კატასტროფების რისკის დაფინანსების გენდერული პერსპექტივიდან შეფასება, არსებული სტრუქტურული ხარვეზებისა და ქალთა კლიმატური მედეგობის მისაღწევად შესაძლებლობების გამოვლენა. კვლევა აჩვენებს, რომ კატასტროფების რისკის დაფინანსების სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და გენდერულ და სოციალურ მოწყვლადობაზე პირდაპირ ორიენტირებული მექანიზმები თითქმის არ არსებობს. კვლევის მიგნებები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის კერძო სექტორს, საშუალებას აძლევს, უკეთ დაგეგმოს და განაოხრციელოს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები.
კვლევა მომზადდა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.