ქალთა კლიმატმედეგობის გაძლიერება სოფლის მეურნეობასა და ბიზნესში: კლიმატმედეგი, კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის კვლევა საქართველოში
კვლევა „ქალთა კლიმატმედეგობის გაძლიერება სოფლის მეურნეობასა და ბიზნესში: კლიმატმედეგი, კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის კვლევა საქართველოში“ აანალიზებს კლიმატის ცვლილების განსხვავებულ ზეგავლენას საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერ ქალებსა და მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მეწარმე ქალებზე. კვლევა აფასებს ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განსაზღვრავს უკვე არსებული ადაპტაციის სტრატეგიებს და შეისწავლის კლიმატმედეგი, კლიმატგონივრული და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობებს. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე არსებულ გაზრდილ კლიმატურ რისკებს, რადგან მათ შესაძლოა, შეზღუდული წვდომა ჰქონდეთ მიწაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე.
კვლევა მომზადდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.