გენდერი, კლიმატის ცვლილება და კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში: პოლიტიკის ანალიზი და რეკომენდაციები

Image
გენდერი, კლიმატის ცვლილება და კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში: პოლიტიკის ანალიზი და რეკომენდაციები

დოკუმენტი „გენდერი, კლიმატის ცვლილება და კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოში: პოლიტიკის ანალიზი და რეკომენდაციები“ წარმოადგენს საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის გენდერულად მგრძნობიარე ანალიზს. გლობალურ წარმატებულ პრაქტიკებსა და საერთაშორისო ჩარჩოებზე დაყრდნობით, დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების ჩარჩო დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის არსებითი ინტეგრაციის ხელშეწყობას მკაფიო, პრაქტიკული და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული რეკომენდაციების მიწოდებით. დოკუმენტი გენდერულ თანასწორობას განიხილავს, როგორც უფრო ეფექტიანი, სამართლიანი და ინკლუზიური რისკის მართვის ხელშემწყობ სტრატეგიულ ფაქტორს და მიზნად ისახავს კლიმატური და კატასტროფების რისკების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისა და ჯგუფების საჭიროებებზე ინსტიტუციური რეაგირების გაუმჯობესებასა და მათი მედეგობის გაძლიერებას.

დოკუმენტი მომზადდა ვიქტორია ლიტისა და მაია ავალიანის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2025
გვერდების რაოდენობა
63