გენდერი, კატასტროფის რისკის შემცირება და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობა
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ პრაქტიკულად დანერგონ გენდერული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში.
დოკუმენტი ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო გამოცდილებასა და რეკომენდაციებს და მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მიდგომებს. სახელმძღვანელო განიხილავს გენდერისა და ადამიანის უფლებების საკითხებს, კლიმატითა და კატასტროფებით გამოწვეული რისკებისა და მოწყვლადობის ანალიზს, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვას, თემზე დაფუძნებულ ადაპტაციას, კლიმატის დაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე, მონაცემთა შეგროვებისა და მონიტორინგის მექანიზმებს.
სახელმძღვანელო მომზადდა მაია ავალიანისა და ვიქტორია ლიტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.