მართვა მიკერძოების გარეშე

Image
მართვა მიკერძოების გარეშე

წინამდებარე სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მომზადდა და მიზნად ისახავს კერძო სექტორის ლიდერებისა და ადამიანური კაპიტალის საკითხების მართვის (HR/ HC/P&C) სპეციალისტებისთვის პრაქტიკული ინფორმაციისა და ინსტრუმენტების გაზიარებას. გზამკვლევი ასახავს, თუ როგორ შეიძლება სამუშაო ადგილზე გაუცნობიერებელი მიკერძოებების აღმოფხვრა და, შედეგად, ინკლუზიური სამუშაო კულტურის დანერგვა, რაც ორგანიზაციის ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის განვითარების სააგენტო (NORAD) აფინანსებს.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2025
გვერდების რაოდენობა
42