საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ანალიზი: ბარიერები და შესაძლებლობები
კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის კუთხით არსებული მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებას. იგი დაინტერესებული მხარეების პერსპექტივების გათვალისწინებით, პრობლემის აღმოფხვრის გზებსაც გვთავაზობს.
კვლევა მოიცავს მეწარმე ქალების შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ბარიერების იდენტიფიცირებას, ასევე, მათი გამომწვევი ისეთი სისტემური/ინსტიტუციური, სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური მიზეზების გაანალიზებას, რომლებიც აფერხებს მეწარმე ქალების როგორც ფინანსურ (სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე), ისე არაფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას. გარდა არსებული სიტუაციის შეფასებისა, კვლევა, ასევე ემსახურება საჯარო, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის დაგეგმვისთვის აუცილებელი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყოს მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ინკლუზიური და თანასწორი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას.
კვლევის ანგარიში მომზადებულია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ, გერმანული ფონდის „შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (DSIK) საქართველოს წარმომადგენლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) ინიციატივითა და მხარდაჭერით. კვლევა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეების სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და მდგრადი ფინანსური სერვისები“ ფარგლებში.