ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო ადგილები — სახელმძღვანელო კერძო სექტორისთვის
სახელმძღვანელოს „ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო ადგილები — სახელმძღვანელო კერძო სექტორისთვის“ მიზანია, ბიზნესსექტორს დაეხმაროს, რათა მათ სამუშაო ადგილებზე დანერგონ ზრუნვის მხარდამჭერი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, ამასთანავე, ხელი შეუწყონ თანამშრომელთა გაძლიერებას, ბიზნესის მდგრადობასა და ლიდერობას.
სახელმძღვანელო ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2024 წლის „ზრუნვის ეკონომიკის ტრენინგის სახელმძღვანელოს“ და გაეროს სისტემის 2024 წლის პოლიტიკის დოკუმენტს „ზრუნვის სისტემების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნებისა და ჩვენი საერთო დღის წესრიგის კონტექსტში.“
სახელმძღვანელო შემუშავდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.