ქალები მშვიდობის სამსახურში

Image
ქალები მშვიდობის სამსახურში

დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები, თემის ლიდერი ქალები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ფაქტორია.

პუბლიკაციაში თავმოყრილი ისტორიები სწორედ ამ ქალების გამოცდილებებზე, თავგადასავლებსა და ღირებულებებზე გიყვებათ. გიამბობთ სამშობლოს, მშვიდობისა და ადამიანების ნამდვილ სიყვარულზე, სიყვარულზე, რომელიც მათ მოტივაციასა და ძალას აძლევს მოხალისეობრივი საქმიანობისთვის, სხვების უპირობო დახმარებისა და დიდი თუ პატარა ამოცანების მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებისთვის. საოცარი ჰუმანურობისა და თავდადების რეალური ამბები, რომლებსაც აქ წაიკითხავთ, დაგარწმუნებთ, რომ ნამდვილ მშვიდობას სწორედ ეს ქალები ქმნიან, ამიტომ მათ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებსა თუ სახალხო დიპლომატიაში, კონფლიქტების შედეგად დანგრეული ხიდების აღდგენაში უდიდესი პოტენციალი აქვს.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2026
გვერდების რაოდენობა
40