ცვლილებების ხმა: პროგრესისთვის მებრძოლი ქალები საქართველოში
პუბლიკაციის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ქალები, რომლებიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ პერიოდის საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში. პუბლიკაციაში თავმოყრილი ისტორიული მასალები გვიყვება იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ქართველმა ქალებმა შეასრულეს ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ წინსვლაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საგანმანათლებლო საქმიანობა, ქალთა უფლებები და თანასწორობა. ქალები საქართველოში ყოველთვის იდგნენ პროგრესის სადარაჯოზე და ამ ისტორიული როლის შესახებ ცნობიერების გაზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და მომავალი თაობების შთაგონებისთვის.
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.