2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების მიმართ ძალადობა
კვლევა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კანდიდატი ქალების გამოცდილებას სწავლობს და როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მეთოდებს იყენებს. ის ნათლად წარმოაჩენს პოლიტიკური ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობის სიხშირეს, ფორმებსა და შედეგებს. კვლევის მიგნებების მიზანია, საჭირო ინფორმაციით დაეხმაროს იმ პოლიტიკას, პროგრამებსა და ადვოკატირების პროცესს, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე, ეფექტიან რეაგირებასა და ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობაზე.
კვლევა განხორციელდა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ასევე, გაეროს ერთობლივი პროგრამის „მხარდაჭერა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.