როგორ აღმოვფხვრათ გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში?

Image
როგორ აღმოვფხვრათ გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში?

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა 32%-ს შეადგენდა. ქალები, კაცებთან შედარებით, ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ეკონომიკის ყველა სექტორში.

დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებს და თანაბარი ანაზღაურების კუთხით, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას. მასში ასევე წარმოდგენილია ის ნაბიჯები, რომლებიც სასურველია, საქართველომ ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად გადადგას.

დოკუმენტი მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ და პროექტის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2026
გვერდების რაოდენობა
25