ქალთა მიმართ ძალადობის ეკონომიკური ფასი საქართველოში
კვლევა ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის კვლევას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2022 წელს, ევროკავშირისა და პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია” II ფაზის მხარდაჭერით ჩაატარეს.
კვლევა აფასებს ქალთა მიმართ ძალადობით გამოწვეულ ეკონომიკურ ხარჯებს საქართველოში. ძალადობის პრევენციაზე ან მასზე რეაგირებაზე გაწეული არასაკმარისი ძალისხმევის შედეგად წარმოქმნილი ხარჯები ტვირთად აწვება არა მხოლოდ ძალადობაგამოვლილ ქალებს, არამედ მათ ოჯახებს, საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. შედეგები ხაზს უსვამს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას.
პუბლიკაცია მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია” II ფაზის ფარგლებში.