პარტნიორის მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში
დოკუმენტი ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის შედეგებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2022 წელს, ევროკავშირისა და პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია” II ფაზის მხარდაჭერით ჩაატარეს.
დოკუმენტი მიმოიხილავს პარტნიორთა მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელების მასშტაბებს, ფორმებსა და გამომწვევ ფაქტორებს საქართველოში და მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების ხელშეწყობას. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში 4-დან 1 ქალს პარტნიორთა მხრიდან ძალადობის რომელიმე ფორმა გამოუცდია. ძალადობის რისკი განსხვავდება ქალთა ასაკის, განათლების, შემოსავლისა და შეზღუდული შესაძლებლობის ქონა-არქონის მიხედვით, ხოლო მისი შედეგები მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
პუბლიკაცია მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „თითოეული ქალისა და გოგოს სტატისტიკაში ასახვა” II ფაზის ფარგლებში.