ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების გენდერულ თანასწორობასთან კავშირების იდენტიფიცირებისა და ელექტრონულ სისტემაში ასახვის მეთოდოლოგია
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მხარჯავი დაწესებულებების მხარდაჭერას იმ სახელმწიფო პროგრამებისა და ქვეპროგრამების იდენტიფიცირებაში, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებს ითვალისწინებს. მეთოდოლოგია უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გამოვლენას, ბიუჯეტში მათი წილის გამოთვლას და შედეგების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
დოკუმენტი ეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნის 5.c.1 ინდიკატორსა და საჯარო ფინანსების მართვის გენდერულად მგრძნობიარე შეფასების (PEFA GRPFM) პრინციპებს. იგი შემუშავდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.