სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში

Image
სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში - ყდა

პუბლიკაცია მომზადდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ და გენდერის ადგილობრივი კონსულტანტის ლიკა ჯალაღანიას ჩართულობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

კვლევა მიზნად ისახავდა მტკიცებულებების შეგროვებას კერძო სექტორში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად. კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  1. კერძო სექტორში სექსუალური შევიწროების ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის შესწავლა/შეფასება;
  2. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ კერძო სექტორში დასაქმებულთა ცოდნისა და დამოკიდებულების, მიზეზების, ადგილის, შედეგების, რისკების, შეტყობინების მექანიზმებისა და სექსუალური შევიწროების პრევენციაზე თანამშრომლების შეხედულებების შესწავლა;
  3. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირების მახასიათებლებისა და იმ ზეგავლენის შესწავლა, რასაც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ახდენს მსხვერპლებზე.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2025
გვერდების რაოდენობა
53
news
უახლესი ამბები