რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ

Image
რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდი (ADC) აფინანსებენ, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შეიმუშავა. მან უნდა განიხილოს არსებული პერსპექტივები და ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს ILO-ის ოჯახში დასაქმებულების კონვენციის (189) რატიფიცირებასთან დაკავშირებით.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (189) მიზნად ისახავს, ყველასთვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ოჯახში დასაქმებულთა წვლილი მნიშვნელოვანია ეკონომიკაში, რადგან ისინი კრიტიკული მნიშვნელობის სერვისებს სთავაზობენ შინამეურნეობებს, საშუალებას აძლევენ მათ წევრებს, სახლს გარეთ იმუშაონ, ჩაერთონ როგორც შრომის ბაზარზე, ასევე საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში. თუმცა, ოჯახში დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა აქამდე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არ ყოფილა. ILO-ის 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2021
გვერდების რაოდენობა
2