
შესყიდვების ძალა: როგორ შევისყიდოთ ქალი მომწოდებლებისგან?

სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ის დაბრკოლებები და გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ქალ მომწოდებლებს, ჩაებან მიწოდების ჯაჭვში ადგილობრივ და გლობალურ დონეზე. სახელმძღვანელო ამ დაბრკოლებების აღმოფხვრის შესაძლებლობებსაც აღწერს, რაც ქალების, როგორც მომწოდებლების, პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების საშუალებას იძლევა. ბევრი ქალისთვის მეწარმეობა ეკონომიკურ გაძლიერებას ნიშნავს, ამიტომ კერძო სექტორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს შესაბამისი პირობების შექმნას.
სახელმძღვანელო ერთგვარი მცდელობაა, მხარი დავუჭიროთ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივაზე, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებს, რათა მათ მე-5 პრინციპთან დაკავშირებით აქტიურად იმოქმედონ. მე-5 პრინციპი გულისხმობს საწარმოს განვითარებაში, მომწოდებელთა ჯაჭვსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ისეთი მეთოდების დანერგვას, რომლებიც ქალთა გაძლიერებას შეუწყობს ხელს. კომპანიებს შეუძლიათ, შესყიდვის საკუთარი წესებისა და პრაქტიკის გამოყენებით, დაეხმარონ სამუშაო ადგილებსა თუ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და ქალთა გაძლიერებას.