„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება

Image
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება - ყდა

საქართველოს საჯარო სამსახურში ქალთა წარმომადგენლობა მაღალი არ არის, გენდერული უთანა¬სწორობა კი მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე - საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანე¬ლების თანამდებობებზე საგრძნობლად იზრდება. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა არასაკმარის წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების დაბალი წარმომადგენლობა გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

წინამდებარე მოკლე მიმოხილვა წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა¬ნონის გენდერული ზეგავლენის შეფასების შეჯამებას. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს, დაეხმაროს საჯარო სამსახურის ბიუროს გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისთვის საჯარო სამსახურში.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ ინიციატივას წარმო¬ადგენს. კვლევა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, 2022-2023 წლებში ჩაატარა. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023
გვერდების რაოდენობა
8
news
უახლესი ამბები