პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

Image
პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ყდა

საქართველოში ქალთა თანასწორი პოლიტიკური უფლებები საკანონმდებლო დონეზე დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ასევე, ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა გაცხადებული პრიორიტეტია ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებით. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა ჩართვა ქალთა უფლებებისა და, ზოგადად, ქვეყნის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა და პოლიტიკურ ძალაუფლებასთან წვდომა ჯერ კიდევ მრავალ სტრუქტურულ და სისტემურ დაბრკოლებას აწყდება, რომელთაგან უმთავრესი ქალთა მიმართ ძალადობაა.

წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია ეროვნული კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში პოლიტიკაში ჩართული ქალების გამოცდილებებს სწავლობდა. კერძოდ, შესწავლილია ქალებისთვის პოლიტიკაში ჩართულობის ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები, ძალადობისა და დახმარების ძიების გამოცდილებები და, ასევე, ძალადობის გავლენა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ლიდერობაზე.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023
გვერდების რაოდენობა
7
news
უახლესი ამბები