გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიში

Image
გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიში - ყდა

2021-2022 წლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) თვითშეფასება ჩაატარა. აღნიშნული შეფასება წარმოადგენს უფრო ვრცელი - სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების ნაწილს და ზომავს, თუ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში. PEFA GRPFM შედგება ცხრა ინდიკატორისგან და აგროვებს ინფორმაციას გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ფინანსების მართვის არსებულ პრაქტიკაზე.

PEFA-ს GRPFM-ის შეფასების შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესის გაზომვას და გამოკვეთოს საქართველოს მთავრობის უფრო ფართო სტრატეგიაში საჯარო ფინანსების მართვის (PFM) სისტემის გაუმჯობესებისა და მასში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების (GRB) ინტეგრირების საჭიროება. ასევე, აღნიშნული მიგნებები შეიტანენ წვლილს მდგრადი განვითარების მიზნების 5.c.1. ინდიკატორის გაუმჯობესებაში.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2023
გვერდების რაოდენობა
49