სიახლეების
სტატიები
110 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
1 - 20  110 შესეგი

ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში სამი ახალი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

ხუთშაბათი, 24 იანვარი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის სერვისების გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში ეხმარება. მეტი

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვები ზღაპრების კრებულს „იყო ერთი გოგო“ ეცნობიან

ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 2018 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთსა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს წარუდგინა. მეტი

სექსუალური შევიწროების დაძლევას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიასა და მის წლევანდელ მთავარ აქცენტს - სექსუალურ შევიწროებას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა. მეტი

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. მეტი

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც ოჯახური დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგები და გამოწვევები იყო განხილული. მეტი

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

კვირა, 25 ნოემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. მეტი

როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სექსუალური შევიწროების დასაძლევად

შაბათი, 17 ნოემბერი, 2018 წელი

ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალის, DecFest-ის ფარგლებში, საქართველოში მოქმედმა Google-ის დეველოპერების ჯგუფმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივი დიზაინ სპრინტი გამართეს. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გამართეს

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

ფემიციდის, გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების შემთხვევების მონიტორინგი და პრევენციაზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის საკითხებზე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობას

სამშაბათი, 16 ოქტომბერი, 2018 წელი

უკვე 3 წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობს. პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება და თანამშრომლობის ახალ სივრცეებს ქმნის. მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს აფასებს

სამშაბათი, 9 ოქტომბერი, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მეტი

ტრენერების ტრენინგი მოძალადეთა რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ

შაბათი, 8 სექტემბერი, 2018 წელი

ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა პენიტენციურ სისტემაში ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეთათვის რეაბილიტაციის პროგრამა დაინერგოს. მეტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა ქალთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დასახვეწად

შაბათი, 18 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 17-18 აგვისტოს სპეციალური შეხვედრა გამართა, რომელზეც ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება განიხილებოდა. მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ოთხშაბათი, 15 აგვისტო, 2018 წელი

2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა

ხუთშაბათი, 9 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სექსუალური შევიწროება, ოჯახში ძალადობა, თამარ საბედაშვილი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მეტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი დაამტკიცა

პარასკევი, 13 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის ბრძანების თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. მეტი

ქართველი სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის შეფასების მეთოდოლოგიას დანერგავენ

ხუთშაბათი, 28 ივნისი, 2018 წელი

2017 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზციის მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი შეიმუშავა. მისი გამოყენებით, პოლიციელებს ლეტალობისა და ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკების შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ. მეტი

ფემიციდის შემთხვევების ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა

ორშაბათი, 18 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას, რომელზეც „ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში - 2016 წელს მომხდარი ქალთა გენდერული მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ანალიზი“ წარადგინა. მეტი

ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერება

ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და ადგილობრივი ლგბტი ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ლგბტი ადამიანების უფლებათა დაცვის გაძლიერების მიზნით, კანონმდებლობასა და სხვადასხვა პროფესიონალთა გადამზადების მოდულებში ლგბტი საკითხების ინტეგრირებაზე მუშაობენ. მეტი

საქართველოში ქალთა უფლებადამცველები ფემიციდზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას მოითხოვენ

ხუთშაბათი, 17 მაისი, 2018 წელი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის პეტიციას, რომელიც გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობებთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამდენად, პარლამენტს შეუძლია დაიწყოს განხილვები, რომელთა შედეგადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება შესაძლებელი. მეტი

ოჯახური დანაშაულის საქმეებზე 101 სპეციალიზებული პროკურორი და გამომძიებელი იმუშავებს

ორშაბათი, 30 აპრილი, 2018 წელი

2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები იმუშავებენ. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განახორციელა. მეტი

1 - 20  110 შესეგი