სიახლეების
სტატიები
31 ნაპოვნი შედეგები
1 - 20  31 შესეგი

საქართველოს მთავრობა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის წარსადგენ პერიოდულ ანგარიშს ამზადებს

ხუთშაბათი, 5 ივლისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, მხარდაჭერა გაუწია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის მეექვსე პერიოდული ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ დისკუსიებს. მეტი

შვედეთის ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან პარტნიორობის განმტკიცება კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად

შაბათი, 5 მაისი, 2018 წელი

2018 წლის 17 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებელი მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეტი

საქართველოს მთავრობამ 2018-2020 წლების გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ეროვნული გეგმები დაამტკიცა

ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მეტი

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 2018 წელს განსახორციელებელ სამოქმედო ღონისძიებებზე იმსჯელა

სამშაბათი, 20 თებერვალი, 2018 წელი

2018 წლის 20 თებერვალს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. მეტი

საქართველოს ახალი კონსტიტუციით არსებითი გენდერული თანასწორობა გარანტირებულია

ორშაბათი, 15 იანვარი, 2018 წელი

2018 წლის იანვრიდან ძალაში საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებები შევიდა. ქვეყანაში მმართველობის კლასიკური საპარლამენტო მოდელის ეტაპობრივად დამკვიდრებასთან ერთად, ახალი კონსტიტუცია არსებითი გენდერული თანასწორობის გარანტიებს განამტკიცებს. მეტი

კონფერენცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ

სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების საფუძველზე აღებული ვალდებულებები თბილისში გამართულ კონფერენციაზე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - პროგრესი, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები“ განიხილეს. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. მეტი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 6 ოქტომბერი, 2017 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ეფექტური სერვისები და დამნაშავეთა დასჯა მნიშვნელოვანია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საუკეთესო გზა მისი პრევენციაა. ამ კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ძალადობის გამომწევი მიზეზების აღმოფხვრა სწორედ ცნობიერების ამაღლების დახმარებითაა შესაძლებელი. მეტი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას გენდერულ საკითხებს გაითვალისწინებს

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებას გენდერული საკითხების გათვალისწინებით ჩაატარებენ. მეტი

უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გეგმავს

შაბათი, 23 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, კომისიაში შემავალი დარგობრივი სამინისტროების გენდერული საკითხების საკონტაქტო პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მეტი

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია ამოქმედდა

ოთხშაბათი, 2 აგვისტო, 2017 წელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მეტი

ინდივიდუალური მიდგომების განხილვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

პარასკევი, 28 ივლისი, 2017 წელი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გურიასა და ქვემო ქართლში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივ პარტნიორებთან ინდივიდუალური, რეგიონების სპეციფიკაზე მორგებული ინიციატივების მოძიებაზე მუშაობს. მეტი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2017 წელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტურად პრევენციისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფის კუთხით არსებულმა ხანგრძლივმა პარტნიორობამ ახლა უკვე ფორმალური სახე შეიძინა. მეტი

ადგილობრივი თვითმმართველობები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გააქტიურდებიან

ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017 წელი

პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამიზნე რეგიონებში - გურიასა და ქვემო ქართლში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მუშაობას იწყებს. მეტი

იძულებით გადაადგილებული ქალების საჭიროებებისა და პრიორიტეტების დაკმაყოფილება

სამშაბათი, 16 მაისი, 2017 წელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში ადგილობრივ ხელისუფლებასა და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით, ორი შეხვედრა გამართა. მეტი

საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ოთხშაბათი, 5 აპრილი, 2017 წელი

85 ხმით არცერთის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მეტი

ლტოლვილთა სამინისტროში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობები ძლიერდება

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 წელი

გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ასრულებს ვალდებულებას, რომელიც, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თანამშრომელთა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს. მეტი

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალთა მიმართ ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის ვალდებულებას

ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2016 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს ერთობლივმა პროგრამამ გენდერული თანასწორობისათვის, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორს სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვება-ანალიზში ეხმარება

პარასკევი, 25 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მხადაჭერის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სქესის მიხედვით გაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საკითხებზე, უსაფრთხოების უწყებებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართა. მეტი

1 - 20  31 შესეგი