სიახლეების
სტატიები
51 ნაპოვნი შედეგები
1 - 20  51 შესეგი

ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ: ქალებისა და ახალგაზრდების როლის განხილვა მშვიდობის შენარჩუნებაში

ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018 წელი

უკვე მეხუთე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენლის ოფისთან (UNRGIG) ერთად, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) საკითხებზე თბილისში ღია კარის დღეებს აწყობს. მეტი

საქართველოს მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ვალდებულებას იღებს

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის გადაწყვეტაში ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კომპონენტია. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განსახორციელებლად პარტნიორობას აფართოებს

პარასკევი, 21 სექტემბერი, 2018 წელი

გაეროს უშიშროების საბჭოს საეტაპო, 1325 რეზოლუციის მიღების შემდეგ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ დღის წესრიგს მნიშვნელოვანი ნორმატიული ბაზა შეემატა, თუმცა მისი განხორციელება გამოწვევად რჩება. მეტი

კონფლიქტით დაზარალებულმა მოსახლეობამ პრობლემების შესახებ მთავრობის წარმომადგენლებს უამბო

პარასკევი, 10 აგვისტო, 2018 წელი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გეოგრაფიული არეალი გააფართოვა. მეტი

ჟენევის მოლაპრაკებებში ქალთა ჩართულობა და მათ საჭიროებებზე მუშაობა კვლავაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

პარასკევი, 20 ივლისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ინფორმაციის გაზიარებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურება. მეტი

კონსტრუქციული დიალოგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გრძელდება

პარასკევი, 25 მაისი, 2018 წელი

მთავრობის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიაში ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებთან, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა მიზნად. მეტი

მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის გამოცდილების გასაზიარებლად

ხუთშაბათი, 17 მაისი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების სასწავლო ტურს უმასპინძლეს. მეტი

შვედეთის ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან პარტნიორობის განმტკიცება კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად

შაბათი, 5 მაისი, 2018 წელი

2018 წლის 17 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებელი მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეტი

საქართველოს მთავრობამ 2018-2020 წლების გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ეროვნული გეგმები დაამტკიცა

ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მეტი

კონფერენცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ

სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების საფუძველზე აღებული ვალდებულებები თბილისში გამართულ კონფერენციაზე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - პროგრესი, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები“ განიხილეს. მეტი

კონფლიქტით დაზარალებული ქალების მოსაზრებების გათვალისწინება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა. მეტი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელება ადგილობრივ დონეზე

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 წელი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომდევნო ფაზის (2018-2020 წლების) შესრულების ლოკალიზაცია აღნიშნული გეგმის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მეტი

სამშვიდობო პროცესში ქალების როლის გასაძლიერებლად გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის საელჩოსა და ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან თანამშრომლობს

ოთხშაბათი, 8 ნოემბერი, 2017 წელი

კონფლიქტების პრევენციისა და მართვის ეროვნულ ინსტიტუტებსა თუ საერთაშორისო მექანიზმებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მეტი

საქართველომ მდგრადი განვითარების 16+ ფორუმს უმასპინძლა

ხუთშაბათი, 2 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს მთავრობამ თბილისში მდგრადი განვითარების ყოველწლიურ 16+ ფორუმს უმასპინძლა. 25 ქვეყნის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან ურთიერთკავშირზე გაამახვილა. მეტი

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე: კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გაეროს სისტემის დიალოგი კონფლიქტების პრევენციასა და სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. მეტი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას გენდერულ საკითხებს გაითვალისწინებს

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებას გენდერული საკითხების გათვალისწინებით ჩაატარებენ. მეტი

ხელისუფლებასთან დიალოგში სოფლად მცხოვრები მეტი დევნილი ქალი ერთვება

ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2017 წელი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ ზუგდიდში (სამეგრელოს რეგიონი) დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში ჩართულ მთავრობას შორის, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მორიგი შეხვედრა გაიმართა. მეტი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2017 წელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა. მეტი

ჩემი გადმოსახედიდან: "მთავარი პროფესიონალიზმია და არა სქესი"

ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 წელი

სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გაგრძელება იურიდიულზე მინდოდა, მაგრამ მამამ მითხრა იურისტობა რა ქალის საქმეაო. ასე მოვხვდი პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მეტი

1 - 20  51 შესეგი