სიახლეების
სტატიები
7 ნაპოვნი შედეგები
1 - 7  7 შესეგი

ჩემი გადმოსახედიდან: „წყლის პრობლემის მოგვარება ქალებს შრომას უმსუბუქებს“

ოთხშაბათი, 2 აგვისტო, 2017 წელი

2008 წლის ომამდე შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა სასმელ წყალს სოფელ ვანათიდან იღებდა. ომის შემდეგ კი ვანათი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა და წყალი შეგვიწყდა. მეტი

ჩემი გადმოსახედიდან: „მდგრადი ენერგიები განსაკუთრებით ქალებისთვისაა სასარგებლო“

სამშაბათი, 13 ივნისი, 2017 წელი

განახლებად ენერგიებთან ჩემი შეხება 8 წლის წინ დაიწყო. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, სადაც ახლაც ვმუშაობ, ერთ-ერთი ის ორგანიზაცია იყო, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრები ოჯახების მიერ მზის ენერგიის გამოყენების პროექტში ჩაერთო. მეტი

დევნილი ქალები მდგრადი მეწარმეობის შესაძლებლობებს ეცნობიან

პარასკევი, 12 მაისი, 2017 წელი

რა ბიზნესშესაძლებლობები აქვთ რეგიონებში მცხოვრებ დევნილ ქალებს და როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით მეწარმეობის დაწყება? - ამ საკითხებს გაეცნო იძულებით გადაადგილებული 17 პირი სამდღიან ინტენსიურ ტრენინგზე „დევნილი ქალების მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა“. მეტი

თემის მობილიზება მეტი საარსებო საშუალებებისთვის

ორშაბათი, 3 აპრილი, 2017 წელი

დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში ერთ-ერთი სათემო რესურსცენტრი მდებარეობს, რომელიც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორის, „ფონდ ტასოს“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მეტი

ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

ხუთშაბათი, 9 თებერვალი, 2017 წელი

„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა ბავშვობიდან დაიწყეს. მეტი

სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“ ხელს უწყობენ თემებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას

ოთხშაბათი, 6 ივლისი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამა, საქართველოში მისი წარმომადგენლის ერიკა კვაპილოვას ხელმძღვანელობით, 5-6 ივლისს სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი სათემო ფონდების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს შეხვდა. სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“, რომლის წევრებიც უმეტესად აფხაზეთიდან დევნილი ქალები არიან, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით, 2013 წელს შეიქმნა. მეტი

მწვავე გენდერული უთანასწორობა სოფლად

პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

სოფლად მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ, ვიდრე ოჯახები, რომლებშიც იგივე როლს კაცები ასრულებენ. სოციალური და კულტურული ბარიერების, საბავშვო ბაღების ნაკლებობის, ასევე, საოჯახო საქმეების ანაზღაურების გარეშე შესრულების ტვირთის გამო, ქალები საკუთარი უნარების განვითარებასა და შემოსავლის გენერირებას ვერ ახერხებენ. მეტი

1 - 7  7 შესეგი