სიახლეების
სტატიები
13 ნაპოვნი შედეგები
1 - 13  13 შესეგი

საქართველოს მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ვალდებულებას იღებს

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის გადაწყვეტაში ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კომპონენტია. მეტი

ჟენევის მოლაპრაკებებში ქალთა ჩართულობა და მათ საჭიროებებზე მუშაობა კვლავაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

პარასკევი, 20 ივლისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ინფორმაციის გაზიარებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურება. მეტი

კონსტრუქციული დიალოგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გრძელდება

პარასკევი, 25 მაისი, 2018 წელი

მთავრობის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიაში ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებთან, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა მიზნად. მეტი

მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის გამოცდილების გასაზიარებლად

ხუთშაბათი, 17 მაისი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების სასწავლო ტურს უმასპინძლეს. მეტი

შვედეთის ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან პარტნიორობის განმტკიცება კონფლიქტების პრევენციასა და მართვაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად

შაბათი, 5 მაისი, 2018 წელი

2018 წლის 17 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებელი მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეტი

კონფერენცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ

სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების საფუძველზე აღებული ვალდებულებები თბილისში გამართულ კონფერენციაზე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - პროგრესი, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები“ განიხილეს. მეტი

კონფლიქტით დაზარალებული ქალების მოსაზრებების გათვალისწინება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა. მეტი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელება ადგილობრივ დონეზე

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 წელი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომდევნო ფაზის (2018-2020 წლების) შესრულების ლოკალიზაცია აღნიშნული გეგმის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მეტი

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე: კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გაეროს სისტემის დიალოგი კონფლიქტების პრევენციასა და სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. მეტი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას გენდერულ საკითხებს გაითვალისწინებს

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებას გენდერული საკითხების გათვალისწინებით ჩაატარებენ. მეტი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაცია გაიმართა

ორშაბათი, 26 ივნისი, 2017 წელი

პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი განიხილეს. მეტი

ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე

ორშაბათი, 21 ნოემბერი, 2016 წელი

2016 წლის 21 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ღია კარის დღე გამართა. მეტი

1 - 13  13 შესეგი